Accentnews.ge
როდის გაიცემა თვითდასაქმებულთა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი დასაქმებულების კომპენსაციები

როდის გაიცემა თვითდასაქმებულთა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი დასაქმებულების კომპენსაციები

30/05/2020 08:13:57 საზოგადოება

თვითდასაქმებულთა და შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულების კომპენსაციები ეტაპობრივად გაიცემა. ამის შესახებ სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ველთაურმა განაცხადა.

„29 მაისის მდგომარეობით, სისტემაში ჯამში დარეგისტრირებულია 92 ათასზე მეტი თვითდასაქმებული, აქედან 51 100 ადამიანს უკვე გადაერიცხა კომპენსაცია, ჯამში 15 375 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულებს, მათი რიცხვი ამ მომენტისთვის შეადგენს 72 100 ადამიანს, მათზეც მოხდა კიმპენსაციების ჩარიცხვა, 14 435 000 ლარის ოდენობით. მაისში მათ აპრილის კომპენსაცია ჩაერიცხათ“, – აცხადებს ველთაური.

მისი თქმით, გადარიცხვები ერთბაშად ვერ მოხდება:

„გადარიცხვები მიმდინარეობს ეტაპობრივად, ერთბაშად ვერ მოხდება გადარიცხვა. 28-29 მაისს გადაირიცხა ეტაპობრივად და ეტაპობრივად აისახა ბენეფიციარების ანგარიშზე. გადარიცხვები გაგრძელდება მომდევნო კვირაში, ორშაბათიდან დაიწყება. ზოგადად, რეგისტრაციიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა უნდა მოხდეს გადარიცხვების განხორციელება. თუ ადამიანი დარეგისტრირდა 15 მაისს, 10 სამუშაო დღეში მის ანგარიშზე უნდა აისახოს შესაბამისი თანხა. დასაქმებულებს სიების დასაზუსტებლად ვადა 30 მაისამდე აქვთ. დაზუსტებულ სიაში მოხვედრილ ადამიანებზე კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება 10 ივნისამდე“.

როგორც ველთაურის აცხადებს, არის მოლოდინი, რომ სისტემაში რეგისტრირებული თვითდასაქმებულების რაოდენობა გაიზრდება:

„თვითდასაქმებულთათვის რეგისტრაცია დაიწყო 15 მაისს და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით. დასაქმებულებს რაც შეეხება, დამსაქმებლები ყოველი თვის 20 რიცხვში შემოსავლების სამსახურს წარუდგენენ კომპენსაციის მიმღებ პირთა სიას და შესაბამისად, დასაქმების სააგენტო მოახდენს გადარიცხვას ყოველდღიურად“.

ცნობისთვის: მიზნობრივი სოციალური დახმარების ფარგლებში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარი გადაუხდის მათ, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გადავიდა. თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაცია კი გათვალისწინებულია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S