Accentnews.ge
კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 თბილისს, 2 კი ბოლნისს უკავშირდება

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 თბილისს, 2 კი ბოლნისს უკავშირდება

30/05/2020 07:03:36 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, Covid-19-ით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

"კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 11-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების ციფრმაც მნიშვნელოვნად მოიმატა - 24-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე 145 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ამ 11 შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი 9 არის ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და გრძელდება კვლევა, თუ არსებობს ამ წყაროში ინფიცირებულები. ახალი კლასტერი არ არის, ეს არის ცნობილი წყარო. ბინაზე იზოლაციაში იყვნენ. ჩვენთან 8 ახალი პაციენტია შემოსული, რვავე თბილისს უკავშირდება. ათი მდგომარეობა, რუტინული კვლევებით, საშუალოზე მსუბუქად არის შეფასებული“, - განუცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებს, რომელსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი დაუდასტურდა, ეზუგბაია აცხადებს, რომ “ამაზე არაფერს იტყვის, რადგან კვლევა გრძელდება”. კორპუსის კარანტინში მოქცევაზე კი აცხადებს:

"ალბათ, ასე არ არის. კონტაქტების კვლევა გაგრძელდება, როგორც ყოველთვის და გამოიკვლევენ კონტაქტებს. როცა ადამიანებს რეკომენდაციას აძლევ, რომ მეტ-ნაკლებად თავი უნდა შეიზღუდოთ და არ უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული კონტაქტები. ანუ, გარკვეულწილად თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ, ეს არ ნიშნავს, რომ კარანტინია. კორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ წარმოუდგენელია. თქვენ ნუღარ გაიმეორებთ“.

ამასთან, ეზუგბაიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, დაიწესონ თვითშეზღუდვები და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გაიხალისონ, რათა ვითარება უმართავი არ გახდეს:

"მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. არ მინდა, რომ მათ ყოველთვის შევახსენო და არასასიამოვნო იყოს, მაგრამ, როგორც მოქალაქისა და ინფექციონისტის თხოვნა იქნება, რომ მეტ-ნაკლებად თავი შევიკავოთ ზედმეტი გასვლებისგან. გვაქვს ზომიერი კონტროლირებადი მატება, მაგრამ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენთან არ მოხდეს უმართავი სიტუაცია. ალბათ, არ მოხდება, რადგან თავი აქამდე ასე მოვიტანეთ. მოქალაქეები დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ამ პროცესს, რაც საქართველოში ხდებოდა. აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ. „კოვიდთან“ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ რაღაცნაირად თავშეკავებით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S