საქართველოში ბოლო 24 საათში COVID–19–ის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
30/05/2020 06:38:01 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში COVID–19–ის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 757-მდე გაიზარდა. ამჟამად კარანტინში 2966 ადამიანია, ხოლო 250 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში დაავადებისგან 23 ადამიანი განიკურნა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 600-ს შეადგენს.
ვირუსისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


