Accentnews.ge
აქტივისტმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

აქტივისტმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

29/05/2020 12:36:02 საზოგადოება

საზოგადოებრივი მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმის" აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიის შენობასთან კარავი გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა.

როგორც აქტივისტი განმარტავს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გოგა კოხრეიძის გადადგომას ითხოვს და მხოლოდ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეწყვეტს პროტესტს.

მილორავა მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც გოგა კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად აირჩიეს, აჭარის ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივ ინტერესს აღარ ატარებს და ამის ნაცვლად სახელისუფლებო დაკვეთას ასრულებს:

„საზოგადოებრივ მაუწყებელში დირექტორმა დანაშაული ჩაიდინა. მოვითხოვთ, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და გადააყენოს თანამდებობიდან გოგა კოხრეიძე. ამ მოთხოვნას აგრეთვე ემატება ყველა იმ ჟურნალისტის დაბრუნება, რომელიც დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა ან ჩამოაშორა საქმიანობას“, - ამბობს აქტივისტი.

მისივე თქმით, გოგა კოხრეიძე დირექტორად მოსვლის დღიდან დევნის მაუწყებლის ყველა თანამშრომელს, ვინც აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო პოლიტიკას ქმნიდა და საზოგადოებრივი ინტერესის გამტარი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S