სასტუმროს შიდა სივრცეში გასართობი და სპორტული ზონების ფუნქციონირება იკრძალება
29/05/2020 11:13:57 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, სასტუმროს შიდა სივრცეში განთავსებული გასართობი და სპორტული ზონების ფუნქციონირება იკრძალება.
ამასთან, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე, დროებით იკრძალება საერთო გამოყენების სპორტული დარბაზების ფუნქციონირება. ასევე, ბავშვთა გასართობი ზონების ფუნქციონირება.
რაც შეეხება სასტუმროს გარე სივრცეში არსებულ ბილიარდის, ტენისის და სხვა სპორტულ/გასართობი ცენტრისთვის გამოყოფილ ინვენტარს, მინისტრის ბრძანებით, ის უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით, ყოველი გამოყენების შემდგომ.
ამასთან, სასტუმროს ვიზიტორის მიმართ განსაზღვრულია მოთხოვნა, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში არ გამოცხადდეს ნიღბის გარეშე.


