"თუ დისტანციის აუცილებლობა იქნება, გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ"
29/05/2020 11:05:52 საზოგადოება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიამ საზოგადოებრივი ტრანპორტის ამუშავების მიმართულებით ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და თუ დისტანციის დაცვის აუცილებლობა გახდება საჭირო, ეს გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, მონიტორინგის შედეგად საზოგადოებრივ ტრანსპორტში არც ერთი დარღვევა არ გამოვლენილა:
„ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, რომელიც იყო მოცემული. თუ დისტანციის აუცილებლობა იქნება, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. დღევანდელი მონიტორინგის შედეგად, მოთხოვნების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და ამისთვის მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მათ მიერ გათვალისწინებული და დაცული იყო ის მოთხოვნები, რომლებიც გაჟღერდა ჩვენი მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა ამ რთულ ვითარებაში ისე, როგორც ეს იყო კორონავისუთან უშუალო ბრძოლაში“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა 29 მაისს განაახლა.


