Accentnews.ge
გახარია: "ნათელია, რომ სატრანზიტო ავტომობილების მძღოლები მაღალი რისკის შემცველები არიან"

გახარია: "ნათელია, რომ სატრანზიტო ავტომობილების მძღოლები მაღალი რისკის შემცველები არიან"

29/05/2020 10:47:28 საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადამზიდავი კომპანიების მფლობელებს მოუწოდა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო შტაბთან.

„ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველი და მათი კონტროლი, ისე, რომ მათ შრომა არ გააჩერონ, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

30 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სატრანზიტო მანქანების მძღოლებს კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 738-დან 746-მდე გაიზარდა.

გამოვლენილი შემთხვევებიდან 6 საკარანტინო ზონიდანაა, 2 - სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

21 მაისის შემდეგ, ახალი შემთხვევების რაოდენობა 5-ს არ აჭარბებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S