"სხვა მგზავრებს უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთ"
28/05/2020 19:54:23 საზოგადოება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე არ დაიშვება. ასეთ შემთხვევაში "ტრანსპორტი არ დაიძრვება".
მისივე თქმით, ავტობუსებს დეზინფექცია უტარდებათ და მიმდინარეობს ხვალინდელი დღისთვის მზადება. ცნობილია ისიც, რომ ავტობუსის წინა კარი იქნება დაკეტილი. დიდ ავტობუსებში მხოლოდ ორი კარი გაიღება, პატარაში — ერთი.
"ნუ ჩავაყენებთ სხვა მგზავრებს უხერხულ მდგომარეობაში და კიდევ ერთხელ მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა, როგორც პანდემიასთან ბრძოლაში მაქსიმალურად ვიცავდით რეკომენდაციებს, ზუსტად ისე", — ამბობს კახა კალაძე.
ცნობისთვის: 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშადება.


