Accentnews.ge
ხათუნა ზახაშვილი: „ზღვაზე დასვენება რისკის შემცველი არაა“

ხათუნა ზახაშვილი: „ზღვაზე დასვენება რისკის შემცველი არაა“

28/05/2020 15:14:18 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ზღვაზე დასვენება რისკის შემცველი არაა, თუმცა ფიზიკური დისტენცირება არ დაგვავიწყდეს.

„ზღვაზე დასვენება არ ნიშნავს, რომ ახლო დისტანციაზე ვიყოთ ადამიანებთან, თუ ისინი ჩვენი ოჯახის წევრები არ არიან, არიან გარეშე ადამიანები, არ ვიცით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა – ეცადეთ, დისტანცირდეთ. იგივე უნდა მოხდეს სანაპიროზე შეზლონგების განლაგებისას. როგორც ვიცი, აჭარის ხელისუფლების მიერაც მუშავდება დამატებითი რეკომენდაციები, რომელიც ამ შეზლონგების ყოველი მოხმარების შემდეგ დასუფთავებას გულისხმობს. ყველა ჩვენგანი შეზლონგის გამოყენებისას, ზღვაში ბანაობისას ფრთხილად უნდა იყოს, თავად ზღვის წყალი კი საფრთხეს არ წარმოადგენს. საფრთხეს წარმოადგენს თავად ადამიანების მიერ გამოფრქვეული წვეთები“,– განაცხადა ზახაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S