Accentnews.ge
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზადაა, სომხეთს დაეხმაროს

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზადაა, სომხეთს დაეხმაროს

28/05/2020 14:57:17 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზადაა, სომხეთს დაეხმაროს,– ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

"თუ ჩვენ (დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს) სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება - ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ",– განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება მკურნალობის პროცესს, გამყრელიძე დარწმუნებულია, შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მათ დახმარებას ამ მიმართულებითაც აღმოუჩენს:

„ამ ერთი კვირის წინ იყო პატარა გაუგებრობა. იცით, რომ ჩვენ ძალიან მოძმე ერები ვართ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ ყოველთვის და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთის დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ხშირად გაგვიცვლია სხვადასხვა საშუალებები, ვაქცინები და ა.შ. როცა ჩვენ გვჭირდებოდა ან მათ ჩვენგან სჭირდებოდათ. სერიოზული იყო დახმარება ცე ჰეპატიტის წამლით ამ ორი თუ სამი წლის წინ. [...]

რაც შეეხება სამკურნალო პროცესს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო უარს კი არა პირიქით, ყველა ღონეს იხმარს თუ სომხეთს ეს დახმარება დღეს სჭირდება,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S