საქართველოში COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
28/05/2020 13:25:09 საზოგადოება
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, ინფიცირებულთაგან ერთი სოფელ ქვემო ბოლნისის მცხოვრებია, ხოლო მეორე – ე.წ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერს მიეკუთვნება – სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლია.
სოფელ ქვემო ბოლნისში ამ დროისთვის ჯამში კოვიდ-ინფიცირების 7 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 2 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში კოვიდინფიცირების 165 დადასტურებული შემთხვევაა.


