რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს
28/05/2020 12:18:14 საზოგადოება
რუსთავში შიდასაქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისიდან განახლდება,– იუწყება რუსთავის მერია.
რეკომენდაციების თანახმად, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური დეზინფექცია და სველი წესით დამუშავება, ასევე მძღოლების ყოველდღიური თერმოსკრინინგი, მძღოლები და მგზავრები უნდა ატარებდნენ პირბადეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკანასკნელნი მიკროავტობუსში არ უნდა დაუშვან, კონდიცირების სისტემა გათიშული უნდა იყოს და ფანჯრები გახსნილი. აღნიშნული წესების დაცვაზე მონიტორინგს, რუსთავის მერიის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების თანამშრომლები, ასევე თავად სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელობა განახორციელებს.
რუსთავის მერმა, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს მძღოლების ყოველდღიური თერმოსკრინინგის უზრუნველსაყოფად ელექტროთერმომეტრები გადასცა.


