Accentnews.ge
მეუფე იაკობი - ოპოზიციის ნაწილზე: "თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან პასუხს მიიღებენ, ეკლესიაზე შეტევა მიდის"

მეუფე იაკობი - ოპოზიციის ნაწილზე: "თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან პასუხს მიიღებენ, ეკლესიაზე შეტევა მიდის"

28/05/2020 09:58:45 საზოგადოება

ბოდბელი ეპისკოპოსი ოპოზიციის რიგ წარმომადგენლებს ეკლესიაზე შეტევაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ ეკლესიის ე.წ. კლასტერი, რომ არ გაჩნდა, "ხალხს გული გაუსკდა", რადგან ძალიან უნდოდათ, რომ ეს ე.წ.კლასტერი ყოფილიყო.

„მე არ ვიმუქრები, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც. შეტევა მიდის ეკლესიაზე, სხვა არის კრიტიკა. ცუდად რომ ვიქცევი, თუ ვერ ვხვდები, უნდა მიმითითო, თუ ვერ ვხვდები, შეგიძლიათ მაინც ილაპარაკოთ ჩემს ცუდ საქციელზე. აღდგომაზე გული გაუსკდა ხალხს, ეკლესიის კლასტერი არ გაჩნდაო, არადა, ძალიან უნდოდათ ვიღაცებს და პოლიტიკოსებსაც. ჭკუას გვასწავლიდნენ, მაგრამ თვითონ ისწავლონ ჭკუა. საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან, რომ ვიცი ეგ. ჭკვიანად უნდა იყვნენ! რაც ეკუთვნით, ისე რომ მოვექცე გამოვა, რომ ვიღაცები, პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი დაზიანდება. ხალხი სხვანაირად შეხედავს. რომ ვთქვა რას აკეთებენ, როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რომ ეკლესია ცუდად წარმოგვაჩინონ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S