Accentnews.ge
მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყეების გადაცემაზე: "თუ კანონი არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოჰკითხეთ"

მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყეების გადაცემაზე: "თუ კანონი არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოჰკითხეთ"

28/05/2020 09:47:44 საზოგადოება

ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, "რატომ არ უნდა ჰქონდეს ეკლესიას ტყეების ფლობის უფლება მაშინ, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ხდებოდა მიწების გადაცემა და ამას პროტესტი არ გამოუწვევია".

„მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე. მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა ჩადით ბორჯომში მანახეთ თუ არის დარჩენილი ის პირველადი ტყეები. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა დაწვეს? უარესები მაგან გააკეთა პირადად. ეგ ლობირებდა ყველაფერს. როდესაც ჩინელებს ტყეები 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ რამე? რა ნახეთ რა მოიგო საქართველომ? ეს ფული ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა ხომ? ძველად იყო შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოსთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მიჰყიდა თავისი? თუ შეიძლება რომ ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს მიყიდო, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს რომ მიყიდეს, რატომ არ შეიძლება რომ ეკლესიას ჰქონდეს და როცა საჭირო იქნება, მზად ვართ ჩვენ ყოველთვის, სახელმწიფოს და ხალხს დავუბრუნოთ. რა პრობლემას გიქმნით ეს? კანონი კანონია, თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოჰკითხეთ. ჩვენ კანონს აღვასრულებთ ამ შემთხვევაში“, - განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S