Accentnews.ge
COVID-19–ის ახალი შემთხვევებიდან ერთი სატვირთოს მძღოლია

COVID-19–ის ახალი შემთხვევებიდან ერთი სატვირთოს მძღოლია

28/05/2020 07:05:54 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმციით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ორი კი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები.

როგორც ეზუგბაია ამბობს, სატვირთო მანქანის მძღოლი კარანტინში იმყოფებოდა.

ეზუგბაიას ცნობით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათ კლინიკა უკვე დატოვეს.

„სამი მძიმე ავადმყოფის დინამიკა გაუმჯობესებულია.შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა, დანარჩენი ორის მდგომარეობა უკვე დინამიურად გაუმჯობესებულია, სუბიექტური გამოკვლევებით, რადიოლოგიური მონაცემებითაც და კლინიკური გაფართოებული კვლევებითაც, რაც პროგნოზის კეთილსაიმედობაზე მიანიშნებს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 153 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S