Accentnews.ge
სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ

28/05/2020 07:00:17 საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S