საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ისგან განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას თითქმის 6–ჯერ აჭარბებს
28/05/2020 06:17:59 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 738 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
რაც შეეხებათ გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა კი 16- ით გაიზარდა და 573 გახდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250 პირი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა.


