Accentnews.ge
გახარიამ ისაუბრა, როგორ ემზადება ქვეყანა კორონავირუსის მეორე–მესამე ტალღისთვის

გახარიამ ისაუბრა, როგორ ემზადება ქვეყანა კორონავირუსის მეორე–მესამე ტალღისთვის

27/05/2020 13:20:34 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ისაუბრა, როგორ ემზადება მთავრობა ახალი კორონავირუსის მეორე–მესამე ტალღისთვის. კითხვა მას დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაუსვა.

„დღეს ქვეყნის ძირითადი ამოცანაა, ეს სამი–ოთხი თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის, სოციალური სისტემა, რომ თუ მეორე ტალღა იქნება ადრეულ ან გვიან შემოდგომას, შევძლოთ, პროცესი შეზღუდვების გარეშე ვმართოთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ინფიცირებულების გარკვეული რაოდენობა გვექნება, ჯანდაცვის სისტემა ორი რაღაცისთვის უნდა იყოს მზად: სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა, ამისთვის იქნება შექმნილი ლაბორატორიების ქსელი; გამოვლენის შემდეგ სწრაფად უმკურნალოს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნოს ადამიანები. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ მეორე ტალღის შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არ დაგვჭირდეს“,– განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S