Accentnews.ge
"Covid-19-ზე ანტისხეულები 1000-დან 6 ადამიანს აღმოაჩნდა"

"Covid-19-ზე ანტისხეულები 1000-დან 6 ადამიანს აღმოაჩნდა"

27/05/2020 12:41:01 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თბილისში გამოკვლეული 1000 ადამიანიდან Covid-19-ზე ანტისხეულები ექვს პირს აღმოაჩნდა.

„გუშინ დავუშვი ერთი უნებლიე, ტექნიკური შეცდომა და ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით, გვყავს 6-10 პროცენტი, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ. ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 დადებითი შედეგი. თუ კიდევ უფრო დავაზუსტებთ, გვყავს 6 ადამიანი, დანარჩენი 4-ის შედეგები ზუსტდება. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ეს 6 კაცი არის ავადმყოფი. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი არიან სეროპოზიტიურები, ანუ მათ აქვთ ანტისხეულები. მსგავსი კვლევა მთელ მსოფლიოში ტარდება, რათა დაადგინონ, რა შეფარდებაა ავადმყოფებისა და სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობას შორის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ეს შედეგები მუშავდა ეს პროცენტიც შეიცვლება.

სეროპრევალენტური კვლევით განისაზღვრება მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები. თელავში ამგვარი კვლევა 22 მაისს დაიწყო და 5 დღეს გაგრძელდება. კვლევისთვის შერჩეულ ადამიანებს სინჯებს პოლიკლინიკებში უღებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S