Accentnews.ge
მიკროავტობუსებით ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა იკრძალება

მიკროავტობუსებით ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა იკრძალება

27/05/2020 10:04:03 საზოგადოება

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებით, 29 მაისიდან სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. კერძოდ, აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე, სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

"ამასთან ერთად მოგახსენებთ, რომ „კოვიდ-19“ -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზნით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ წინასწარ მადლობას უხდის მგზავრებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისთვის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S