„მსოფლიოში ვერავინ ვერ გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა“
27/05/2020 09:54:28 საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, თუ როგორი ეპიდსიტუაცია იქნება შემოდგომაზე და რამდენად ძლიერი იქნება კორონავირუსის მეორე ტალღა. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, აქედან გამომდინარე ნებისმიერი ღონისძიება, რომელსაც მთავრობა განახორციელებს, უნდა იყოს მდგრადი და დროში გადანაწილებული:
„დღეს მსოფლიოში ვერავინ ვერ გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა. ასე თუ ისე, თუ ჩვენ ვგეგმავთ, როგორი იქნება ზაფხულის თვეები და კონტროლი ეპიდემიაზე აღებული გვაქვს, ვერავინ ვერ გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა და რამხელაა ალბათობა მეორე ტალღის, როგორი სიძლიერის იქნება ეს მეორე ტალღა, იქნება ვაქცინა თუ არ იქნება, დღეს დასაბუთებულად ასეთი მონაცემები არ არსებობს. ამიტომ ჩვენი ვალდებულებააა ნებისმიერი ღონისძიება, იქნება ეს სოციალური თუ ბიზნესის დახმარება, იყოს მდგრადი და პასუხისმგებლიანად დროში გადანაწილებული“.


