Accentnews.ge
გახარია  ინფექციის ახალი კერების რისკს საკარანტინო ზონასა და ტრანზიტში ხედავს

გახარია ინფექციის ახალი კერების რისკს საკარანტინო ზონასა და ტრანზიტში ხედავს

27/05/2020 09:30:57 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ინფექციის ახალი კერების აღმოსაჩენად დღეს ქვეყანისთვის ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია საკარანტინო ზონა და ტრანზიტი. ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად უდიდესი რისკებისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არცერთი დღე არ შეჩერებულა.

„ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის ხელიდან გაშვება შეიძლება გამხდარიყო დიდი კონკურენტული პრობლემა. ეს სატვირთო ნაკადები სხვა მიმართულებით გადაეწყობოდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ეს არის ათასობით სატვირთო მანქანა. მაგრამ არცერთი დღე, მიუხედავად უდიდესი რისკებისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა. დღეში ეს არის 1000-ზე მეტი სატვირთო, რაც ნიშნავს, მინიმუმ 2000-ზე მეტ მძღოლს, რომელიც უაღრესად მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან შემოდიოდა და შტაბმა შეძლო ამ პროცესის მენეჯმენტი ისე, რომ ქვეყანას ინფექციის განვითარების და ინფექციის აფეთქების რისკი არ შექმნოდა. თუმცა, ვერ გამოვიდა ხარვეზების გარეშე. რამდენიმე შეთხვევა გვქონდა ქართველი მძღოლების მიერ ინფექციის შემდგომი განვითარების. ბოლო იყო ზუგდიდში. დღეს ეს პრობლემაც მეტნაკლებად მოგვარებულია.

როდესაც ვსაუბრობთ მაღალ რისკებზე ყოველთვის ვამბობთ შემდეგ რამეს, დღეს ქვეყანისთვის ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია, ინფექციის ახალი კერების აღმოსაჩენად, საკარანტინე ზონა და ტრანზიტი. ამიტომ შესაბამის უწყებებს - შტაბს, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სმაინისტროს მიცემული აქვს შესაბამისი დავალებები, რომ სატრანზიტო ნაკადების მართვა იყოს უფრო ბევრად მარტივი. როდესაც ვსაუბრობთ სატვირთო გადაზიდვებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველ 6 ათას მძღოლზეა საუბარი, რომელსაც არცერთი დღით სამუშაო არ დაუკარგავს, პირიქით, მათ სახელმწიფო ეხმარებოდათ“, - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S