Accentnews.ge
„ეპიდემიის გავრცელება სრულად ექვემდებარება კონტროლს“

„ეპიდემიის გავრცელება სრულად ექვემდებარება კონტროლს“

27/05/2020 08:39:34 საზოგადოება

დღეს ოფიციალურად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეპიდემიის გავრცელება სრულად ექვემდებარება კონტროლს,– ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევების წყაროები ცნობილია და ეს არის მიმართულებები, რომლებსაც მთავრობა აკონტროლებს.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა, როდესაც კრიზისის პირისპირ მოგვიწია გაურკვევლობის მაღალ დონეში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გახდა აუცილებელი გადაგვედგა ნაბიჯები, რომელიც ამ კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა შესაძლებლობად. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ათეულებს არ აცდენია. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმ ეტაპზე სამუშაოდ როდესაც ვსაუბრობთ ეპიდემიიდან, პანდემიიდან გამოსვლის ეტაპს, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა. ჩვენ დღეს ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ქეისები ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან, ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S