Accentnews.ge
პარლამენტთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

პარლამენტთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

27/05/2020 07:51:18 საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „შეცვალეს“ საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქტივისტებმა ასფალტსა და რკინის ღობეებზე წითელი ხელების ნაკვალევი დატოვეს.

დემონსტრანტების თქმით, ქვეყნის პრემიერ–მინისტრს კიდევ ერთხელ შეახსენეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც "მას ე.წ. გავრილოვის ღამის გამო აკისრია".

"სულ რომ კედლებზე გაიაროს გახარიამ, სულ რომ წყალზე გაიაროს, ჩვენ მაინც შევახსენებთ, რომ ის არის მოსკოვის კაცი, სისხლიანი ჯალათი და მთელ ტანზე, მთელ მის პოლიტიკურ შემადგენლობას აქვს სისხლი, მათ შორის ახალგაზრდების სისხლი, ახალგაზრდებს თვალები რომ დათხარეს, ეს არის გახარია დღეს", – აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე გიორგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალი კორონავირუსის მართვის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S