Accentnews.ge
"გაკონტროლდება, რომ მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში მგზავრი პირბადის გარეშე არ მოხვდეს"

"გაკონტროლდება, რომ მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში მგზავრი პირბადის გარეშე არ მოხვდეს"

27/05/2020 08:26:09 საზოგადოება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გაკონტროლდება, მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში მგზავრი პირბადის გარეშე არ მოხვდეს.

"29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები, მუშაობას დაიწყებს. მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. როგორც მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს – დღესვე შეხვდით ხელმძღვანელობას, რომ მოხდეს კონტროლი და ტრანსპორტში მგზავრი პირბადის გარეშე არ ავიდეს. ასევე, ავტობუსებში არ უნდა ჩაირთოს კონდიციონერი, ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში და მაქსიმალურად განიავდეს. მეტროს ამის აუცილებლობა არ აქვს. იქ ჰაერი ისედაც ნიავდება“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისიდან, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მიმოსვლა 8 ივნისიდან აღდგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S