მმო: უჩვეულოდ ცხელი ზაფხული COVID-19-ის ფონზე ადამიანთა ჯანმრთელობისთვის რისკებს განსაკუთრებით ზრდის
27/05/2020 08:10:02 საზოგადოება
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (მმო) გვაფრთხილებს, რომ 2020 წლის ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება მეტეოდაკვირვების ისტორიაში, ხოლო უჩვეულო სიცხე ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის ფონზე ადამიანთა ჯანმრთელობისთვის რისკებს განსაკუთრებით ზრდის.
ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მმო-ს წარმომადგენელმა კლერ ნულისმა განაცხადა, რომ ჰაერის კონდიცირებით უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი სივრცეები, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია მაღალი სიცხის დროს, კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე სანიტარულ რეკომენდაციებს პირიქით, ეწინააღმდეგება.
ცნობისთვის: მაისის დასაწყისში მმო-მ გაავრცელა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ 2020 წლის ზაფხულში დედამიწაზე ანომალიური მეტეოროლოგიური მოვლენები, კერძოდ, სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ სივრცეებსა და ინდოსტანის ნახეარკუნძულზე ოკეანეს ზედაპირის ტემპერატურის უჩვეულო ზრდაა შესაძლებელი.


