მოლები, ბაზრობები და ღია რესტორნები 1 ივნისიდან განაახლებენ მუშაობას
27/05/2020 07:16:30 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 1 ივნისიდან მოლები, ბაზრობები და ღია ტიპის რესტორნები განაახლებენ მუშაობას. ამის შესახებ გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ორშაბათიდან, 1 ივნისიდან მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები“, - განაცხადა პრემიერმა.


