შეზღუდვები, რომლებიც 1 და 8 ივნისიდან მოიხსნება
27/05/2020 07:11:27 საზოგადოება
29 მაისიდან მუნიციპალურ ტრანსპორტს მუშაობის განახლების უფლება აქვს, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტს –8 ივნისიდან,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა.
გარდა ამისა, 1 ივნისიდან მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის – მოლები, ღია და და დახურული, ყველა სახის ბაზრობა, ღია სივრცის მქონე რესტორნები, ხოლო რესტორნები უკვე 8 ივნისიდან შიდა სივრცეშიც შეძლებენ სტუმრების მიღებას – ნებადართული იქნება ყველა ტიპის მომსახურეობა.
8 ივნისიდან გაიხსნება ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და ექნებათ ნებართვა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მსგავსი შემსუბუქების უფლებას ის გარემოება იძლევა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება, ხოლო შიდაგავრცელების რისკები შემცირებულია.


