საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს
27/05/2020 06:58:07 საზოგადოება
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო,- ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.
როგორც გახარიამ ანიშნა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება, ინფექციის შიდა გავრცელების მასშტაბი მცირეა და რისკები შემცირებულია.


