Accentnews.ge
საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ისგან განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას თითქმის 7–ჯერ აჭარბებს

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ისგან განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას თითქმის 7–ჯერ აჭარბებს

27/05/2020 06:16:48 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 735 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, სამივე ინფიცირებული კარანტინის სივრციდანაა.

რაც შეეხებათ გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა კი 20- ით გაიზარდა და 557 გახდა.

ეზუგბაიას ცნობით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 74% გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250 პირი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S