ნათია თურნავა: ”ტრანსპორტი უახლოეს პერიოდში ამუშავდება”
26/05/2020 13:25:10 საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყვეტილება იმაზე მალე იქნება მიღებული, ვიდრე დაგეგმილი იყო.
„ტრანსპორტის გახსნაზე ვმსჯელობთ და ყველა რისკის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნება, იმაზე უფრო მალე, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით“,- დასძინა ნათია თურნავამ.


