რა ეღირება თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება
26/05/2020 10:26:41 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასი ისევ 50 თეთრი იქნება.
როგორც კალაძემ "ინფო რუსთავთან" საუბარისას განაცხადა, "რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსით მგზავრობისას მგზავრობის ტარიფი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც არის თბილისში გადაადგილებისას, ანუ 50 თეთრი".
კალაძის თქმით, სტუდენტები საშეღავათო ფასით ისევ ისარგებლებენ, ანუ მათ მგზავრობა 20 თეთრად შეეძლებათ.
თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მგზავრებს 60-მდე ავტობუსი მოემსახურება და მათი მოძრაობის ინტერვალი 10 წუთი იქნება.
პანდემიის გამო საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. როდიდან განაახლებს ის მუშაობას ჯერ–ჯერობით უცნობია.


