Accentnews.ge
ქსოვილის მრავალჯერადი ნიღბები და მათი მოვლა-გამოყენების წესები

ქსოვილის მრავალჯერადი ნიღბები და მათი მოვლა-გამოყენების წესები

25/05/2020 15:31:17 საზოგადოება

კორონავირუსის პანდემიის დროს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტის პირობებში ბევრს სხვა გზა არ რჩება, თუ არა თავად დაამზადოს ნიღბები. ამისათვის არაა აუცილებელი, კერვა იცოდეთ. და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ნიღბები ნაკლებ ეფექტურია სამედიცინოზე, შესაძლოა, მაინც ჰქონდეს აზრი, სწორედ ისინი გამოვიყენოთ.

რატომ ღირს ქსოვილის მრავალჯერადი ნიღბების გამოყენება

«თუ ყველა გამოიყენებს ქსოვილის ნიღბებს, ეს ვირუსის უსიმპტომო გადაცემის შემცირებაში დაგვეხმარება», — თვლის ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოფიზიკოსი მარგარეტ გარდელი. მისივე აზრით, სამედიცინო ნიღბები და N95 რესპირატორები სჯობს, მედიკოსებს დავუტოვოთ, ჩვენ კი დაცვის თვითნაკეთი საშუალებები ვიხმაროთ, რადგან დეფიციტის პირობებში იმატებს მედიკოსების ინფიცირების რისკი, ადამიანების სიცოცხლე კი მათ ხელშია.

როგორ ვასუფთავოთ ქსოვილის ნიღბები

დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრები აღნიშნავენ, რომ ცხელ წყალში რეცხვა საკმარისია გამოყენებული ნიღბების გასასუფთავებლად, სხვა დამატებითი ზომების მიღება საჭირო აღარ არის. მათ პროფესორი გარდელიც ეთანხმება და იმასაც ამატებს, რომ ინტერნეტ-რჩევების გაზიარება ნიღბების ანტისეპტიკებით დამუშავების შესახებ მხოლოდ ზიანის მომტანი შეიძლება, იყოს ჯანმრთელობისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია მხოლოდ ქსოვილის ნიღბებზე – ერთჯერადები, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, მრავალჯერადი გამოყენებისთვის არ არის გათვალისწინებული და მათი სახლის პირობებში სათანადო წესით გასუფთავება შეუძლებელია.

რომელი სახეობა ავირჩიოთ და როგორ ვატაროთ სწორად

თვითნაკეთ ნიღბებს რიგი თავისებურებები გააჩნიათ, რომელთა ცოდნაც აუცილებელია, სანამ შევკერავდეთ და გამოვიყენებდეთ.

1. ეს არ არის “საშვი” ქალაქში თავისუფლად გადაადგილებისათვისნიღაბი – ეს უსაფრთხოების დამატებითი ზომაა და არა ყველა დანარჩენის ჩამნაცვლებელი, თვთიზოლაციისა და სოციალური დისტანცირების ჩათვლით. თქვენ მაინც რეგულარულად უნდა იბანოთ ხელი, სხვებისგან დისტანცია დაიცვათ და შეძლებისდაგვარად შინ დარჩეთ.

ნიღბები 100%-ით ვერ დაგიცავთ — თუნდაც სამედიცინო. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ეფექტურობით ქსოვილის ნიღბები სამედიცინოს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, თუმცა მაინც ზრდის თქვენს შანსებს, არ დაავადდეთ.

ნიღბები ყველამაც რომ ატაროს, ვირუსი მაინც შეძლებს მოგზაურობას ჩვენს ხელებზე, ტანისამოსსა და ნივთებზე, ინფიცირება კი შესაძლებელია ნიღაბსა და სახეს შორის მომცრო ზომის თავისუფალი სივრცეებიდანაც. და თქვენ კვლავინდებურად რჩებით პოტენციურ მატარებლად, თუნდაც თავად უსაფრთხოდ იყოთ. ნუ გამოიყენებთ ნიღაბს, როგორც გამართლებას და ნუ გახვალთ სახლიდან, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს.

2. ნიღბები დროთა განმავლობაში შეიძლება, ინფიცირების წყაროდ იქცესმნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ნიღაბი მოწოდებულია, დააკავოს ნერწყვის მიკრონაწილაკებიც სუნთქვისას და დროთა განმავლობაში იჟღინთება მათით. ამიტომაც აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა, რომელიც მართებულია ჩვეულებრივ სამედიცინო ნიღბებთან მიმართებაშიც. აი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რამდენიმე რეკომენდაცია:

ნუ ეხებით ნიღაბს მას შემდეგ, რაც გაიკეთებთ. თუ მაინცდამაინც აუცილებელია, შეეხოთ, წინასწარ დაიბანეთ ხელი ან გამოიყენეთ ანტისეპტიკი.როგორც კი ნიღაბი დატენიანდება, შეცვალეთ იგი. ნუ გამოიყენებთ ერთჯერად ნიღაბს განმეორებით, ქსოვილის ნიღბები კი აუცილებლად გარეცხეთ, სანამ ხელმეორედ გამოიყენებთ. ნიღბის მოსახსნელად შეეხეთ მხოლოდ რეზინებს: არ შეეხოთ იმ ნაწილს, რომელიც სახეს ებჯინება. ერთჯერადი ნიღაბი მაშინვე უნდა გადაიგდოს, მრავალჯერადი კი გაუშვით სარეცხში. ამის შემდეგ დაიბანეთ ხელი და საჭიროების შემთხვევაში გაიკეთეთ ახალი ნიღაბი.მეორე პუნქტიდან გამომდინარეობს მნიშვნელოვანი მომენტი: თქვენ შეიძლება, იაროთ ნიღაბში გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ იგი ჯიბეში ჩაიდოთ, რამდენიმე წუთში კი ისევ გაიკეთოთ. მიუდექით ნიღაბს, როგორც ინფიცირების წყაროს – ასე უფრო გაგიმარტივდებათ საკუთარი თავის კონტროლი.

ნიღბების რომელი სახეობაა უფრო ეფექტური - უცნობია

გასაკვირია, მაგრამ დღემდე არავის ჩაუტარებია იმის მასშტაბური კვლევა, რამდენად ეფექტურია ქსოვილის ან ერთჯერადი ნიღბები COVID-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2-ისგან დასაცავად. ამასთან, მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ნიღბების გამოყენება ადამიანებში სიფრთხილეს ადუნებს, რის შედეგადაც ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ უსაფთხოების სხვა ზომებს.

რეკომენდაციები განსხვავდება. სპეციალისტები ნიღბების ყველაზე ეფექტური სახეობის საკითხშიც კი ვერ ჯერდებიან. მაგალითად, დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ამერიკული ცენტრები თვლიან, რომ უმჯობესია, გამოვიყენოთ მრავაშრიანი ნიღბები. სხვანი ერთშრიანს ანიჭებენ უპირატესობას და ა.შ. მაშ რომელ ინსტრუქციას სჯობს, მივყვეთ? - როგორც ჩანს, საბოლოო პასუხი ამ კითხვაზე ჯერ არ გვაქვს.

ნიღბის კერვისას ეცადეთ, ისე გამოჭრათ, რომ იგი სახეს მაქსიმალურად ებჯინებოდეს, თუმცა ამავე დროს საკმარისად კომფორტული იყოს, რათა მისი ტარება ზედიზედ ორი საათის განმავლობაში მაინც უპრობლემოდ შეძლოთ. უმჯობესია, ერთდროულად რამდენიმე ნიღაბი დაამზადოთ, რათა დღის განმავლობაში მათი ცვლა შეძლოთ და ყოველთვის გქონდეთ შესაცვლელად, სანამ გამოყენებული გარეცხილია და შრება.

წყარო: lifehacker.ru

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S