Accentnews.ge
ზუგდიდში ახალ კორონავირუსზე 78 ადამიანის კვლევის პასუხს ელოდებიან

ზუგდიდში ახალ კორონავირუსზე 78 ადამიანის კვლევის პასუხს ელოდებიან

25/05/2020 15:07:38 საზოგადოება

ზუგდიდში ახალ კორონავირუსზე 78 ადამიანის კვლევის პასუხს ელოდებიან,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა ანზორ ქობალიამ განაცხადა.

გამოსაკვლევ პირთა შორის არის ქალბატონი, რომლის ორი შუალედური პასუხი კორონავირუსზე დადებითი და უარყოფითი იყო. 54 წლის ქალი დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით რუხის საავადმყოფოში 5 მაისს შეიყვანეს. თუ პასუხი უარყოფითი იქნა, აღნიშნული მოქალაქე იქნება რუხის საავადმყოფოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი.

წინასწარი მონაცემებით, 78 ტესტიდან 17 რეგიონის სამედიცინო პერსონალია. 38 პირი კარანტინის სივრციდან არის, 11 – თვითიზოლაციიდან და 12 ე.წ. ცხელების ცენტრებიდან.

ტესტების პასუხები სავარაუდოდ გვიან ღამით გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S