"მედპერსონალის ფინანსური ანაზღაურების პერიოდი 60-დან 45 დღემდე შემცირდება"
25/05/2020 11:09:40 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მზადდება დადგენილება, რომლის მიხედვით, მედპერსონალის მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურების ვადა 60-დან 45 დღემდე შემცირდება.
"მინდა, გამოვიყენო თქვენი ეთერი და ვამცნო კლინიკების ხელმძღვანელებს და მედპერსონალს სამინისტროში მიმდინარე სამუშაოების შესახებ, რომელიც კლინიკების ანაზღაურების დადგენილებაში მიმდინარე ცვლილებებს ეხება. შემდეგ დღეებში მოხდება ჩვენი პროექტს მთავრობისთვის წარდგენა, რის შემდეგადაც 60 სამუშაო დღის შემდეგ დამდგარი ანაზღაურების ვალდებულების შემცირებას ვაპირებთ 45 დღეზე, რაც იქნება მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი ამ სექტორის მიმართ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში.


