Accentnews.ge
"ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალის სახელფასო დავალიანება მომდევნო 2 თვეში დაიფარება"

"ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალის სახელფასო დავალიანება მომდევნო 2 თვეში დაიფარება"

25/05/2020 11:08:29 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალის სახელფასო დავალიანება მომდევნო 2 თვეში დაიფარება.

"სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში" შემავალი სამედიცინო დაწესებულებების განვითარების პირველი ეტაპი იწყება. საწყის ეტაპზე "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა განხორციელდება. მოხდება ცენტრის სრული აღდგენა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ონკოლოგიური საავადმყოფო არის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს ჯანდაცვაში და მისი სათანადო დონეზე პოზიციონირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ ამ დროისთვის ცენტრში მყოფი პაციენტების მკურნალობას და დისპოზიციას სხვადასხვა სტაციონარულ დაწესებულებებში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე 2 თვის განმავლობაში ანაზღაურდება:

„რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მოგეხსენებათ, მათ მიმართ არსებობს სახელფასო დავალიანება. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას სახელფასო დავალიანების სრულ დაფარვასთან დაკავშირებით. მიმდინარე 2 თვის განმავლობაში დავალიანება სრულად ანაზღაურდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S