Accentnews.ge
"საქართველოში ინფექციის ზრდის მოლოდინი ამ ეტაპისთვის არ არსებობს"

"საქართველოში ინფექციის ზრდის მოლოდინი ამ ეტაპისთვის არ არსებობს"

25/05/2020 10:36:08 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფექციის ზრდის მოლოდინი ამ ეტაპისთვის არ არსებობს.

"დღევანდელი მდგომარეობით რეალურ დროში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არის 0.59, რაც, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ, საქართველოს მასშტაბით ინფექციის ზრდას არ ველით, თუმცა ჩვენ გვაქვს რამდენიმე მწვავე წერტილი ჯერ–ჯერობით, სადაც მიმდინარეობს ინფექციის გადაცემა და ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან მუდმივ რეჟიმში ხდება ამ რეგიონების შესწავლა. ასევე ხდება მოქალაქეების გამოკვლევა და მათი აქტიური ტესტირება, რის შედეგადაც მოლოდინი არის, რომ გარკვეული ინფიცირებულები კვლავ გვეყოლებიან, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ლოკალიზებული გვაქვს ეს ტერიტორიები, საქართველოს მასშტაბით ინფექციის გავრცელების მოლოდინი და რისკები არის მინიმალური", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 731-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 526 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S