Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 72% გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 72% გამოჯანმრთელებულია

25/05/2020 07:00:04 საზოგადოება

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 72% გამოჯანმრთელებულია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„კოვიდ-19“-ის მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და გახდა 731. გამოჯანმრთელებულიც დაგვემატა ოთხი და არის 526. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე პროცენტულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის 72 %. დადასტურებული 72 % გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 193 პაციენტი მკურნალობს „კოვიდცენტრებში“. ეს დაახლოებით 26 %–ია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც საკმაოდ სოლიდურია და თითქმის ორჯერ მეტია სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებზე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S