Accentnews.ge
შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

24/05/2020 20:23:42 საზოგადოება

ფეხბურთელი შოთა არველაძე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემი ბუნებით, ხასიათითა და პრინციპებით, ყოველთვის ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ეს თანხა გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება.

საპატიმროს დატოვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.რაც შეეხება 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე.

არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S