საქართვლოში გასულ 24 საათში COVID-19-ისგან განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას თითქმის 7–ჯერ აჭარბებს
24/05/2020 06:56:25 საზოგადოება
საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. ამრიგად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 730–მდე გაიზარდა, მათგან 522 პირი გამოჯანმრთელდა (გასულ 24 საათში 13), ხოლო ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე ჯამში 12 პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნული მონაცემები ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.
"ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია. ერთია დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე - საკარანტინო სივრციდან“, - აღნიშნავს ეზუგბაია.
მისივე ცნიბით, ამჟამად კოვიდცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს.


