Accentnews.ge
თამარ ბელქანია:"გალელი სტუდენტები თბილისში ბინის ქირას ვერ იხდიან"

თამარ ბელქანია:"გალელი სტუდენტები თბილისში ბინის ქირას ვერ იხდიან"

23/05/2020 18:02:59 საზოგადოება

თსუ-ს ლექტორის, პროფესორ თამარ ბელქანიას განცხადებით გალიდან 240-მდე სტუდენტი თბილისში ბინის ქირას ვერ იხდის.

როგორც ბელქანია აცხადებს, ახლა მათ საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ.

"გალიდან 240-მდე სტუდენტს, რომელებიც თბილისში სხვადასხვა უნივერიტეტში სწავლობენ ბინის ქირა აქვთ გადასახდელი და იმის გამო, რომ ამჟამად ისინი არიან გალში (გასაგები მიზეზთა გამო ღიად ვერც საუბრობენ) თან არც აქვთ შემოსავალი ფულს ვერ იხდიან, ხოლო ბინის მეპატრონეები მათ ნივთებს #დარჩიშინიდან გარეთ აგდებენ. ეს ქირა გადასახდელია, თან მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებაში ეს ჩვენი, ვგულისხმობ ყველას, ვალია რომ დავფაროთ. ახლა სჭრდებათ მათ ჩვენი არა მხოლოდ გვერდში დგომა, არამედ, რომ იცოდნენ რომ, ვიცით რომ აფხაზეთი ოკუპირებულია! ვიცით ვიაზრებთ და ვმოქმედებთ!ამ ბავშვთა სია არსებობს არსებობს ასევე კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებსაც შეუძლიათ მაგ. ან 200 ლარიანი სტიპენდია დაუნიშნონ ( 1), ან საკუთარი კამპუსები დაუთმონ(2), ან მოძებნონ სასტუმროები (3), რომლებიც ამ პერიოდში უსასყიდლოდ შეუშვებენ ბავშვებს. ან სახელწიფომ აიღოს ვალდებულება ამ ბავშვებზე პატრონაჟი(4).ეს უნდა მოხდეს დროულად, თუ მართლა, ვფიქრობთ რომ აფხაზეთი საქართველოა.ჩემს მეგობრებს კი ვთხოვ გალის სტუდენტების და მათი მშობლების ხმა იმ ხალხამდე მივიტანოთ ვისაც ქმედითი რესურსი აქვთ დახმარების. ან სასტუმრო, ან ფული ან უბრალოდ ბერკეტი რომ ეს პრობლემა მოგვაროს.აფხაზეთიდან ახალგაზრდები ჩვენ გველოდებიან!" - აცხადებს ბელქანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S