Accentnews.ge
პანდემიის პერიოდში ისნის გამგეობა ოფისს არემონტებს

პანდემიის პერიოდში ისნის გამგეობა ოფისს არემონტებს

22/05/2020 15:45:17 საზოგადოება

პანდემიის პერიოდში ისნის გამგეობამ სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. რემონტისთვის 165 000 ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს.

სატენდერო დოკუმენტის თანახმად, 24 000 ლარი გამგეობის შენობის პირველი სართულის რემონტს მოხმარდება, ხოლო დანარჩენი – 142 000 ლარი ერთ–ერთი საუბნო განყოფილების რემონტზე დაიხარჯება.

კორუფციის მკვლევარის შეფასებით, პერიოდში, როდესაც ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, ეს თანხა არამიზნობრივად იხარჯება და უმჯობესია, ტენდერი შეწყდეს.

„როდესაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა პანდემიის პერიოდში ბიუჯეტს უნდა ზოგავდეს და ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი სოციალური პროგრამებისკენ მოემართებოდეს, 7 მაისს ტენდერი სარემონტო სამუშაოებისთვის გამოაცხადა. ამ დროს, ამ მომენტში ეს არამიზნობრივი ხარჯვაა. დანიშნული ტენდერი უნდა შეწყდეს, რისი უფლებაც გამგეობას აქვს და თანხა სოციალური პროგრამებისკენ მიმართოს“,– აცხადებს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S