Accentnews.ge
მთავრობას შეზღუდვების შენარჩუნების უფლება 15 ივლისამდე ექნება

მთავრობას შეზღუდვების შენარჩუნების უფლება 15 ივლისამდე ექნება

22/05/2020 09:16:25 პოლიტიკა, საზოგადოება

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე იქნება. ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. საუბარია კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც მთავროპბის უფლებამოსილებას ზრდის და მას რიგი შეზღუდვების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შენარჩუნების უფლებას აძლებს.

ხუნდაძის თქმით, ვადასთან დაკავშირებით კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდება.

ხუნდაძე ცვლილებებს ამ წუთებში მეორე მოსმენით წარადგენს.

შეგახსენებთ, პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით გუშინ უყარეს კენჭი. პარლამენტმა ვადასთან დაკავშირებული გარკვეული დათქმით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.

კენჭისყრის შემდეგ, გუშინ კონსულტაციები გაიმართა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან და მისი რეკომენდაციებიც განიხილეს.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S