Accentnews.ge
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება

22/05/2020 08:57:54 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვის საკითხებზეც:

„მესმის, რომ ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ ყველაფრით, შეზღუდვებით, დისკომფორტი იყო ძალიან ბევრი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება. სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. მიდის მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცირების დაცვა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ადგილზე კვლევის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანია“.

ცნობისთვის: ამ ეტაპზე უცნობია, როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა 22 მაისს აღნიშნა, მომავალი კვირიდან გარკვეული სტანდარტი იქნება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S