Accentnews.ge
ამირან გამყრელიძე: „რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება დაგვჭირდება“

ამირან გამყრელიძე: „რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება დაგვჭირდება“

22/05/2020 08:47:56 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება დიდხანს დაგვჭირდება.

როგორც გამყრელიძე განპარტავს, ახალი კორონავირუსის ეპიდემიებს ტალღისებური მიმდინარეობა აქვს: ზაფხულისკენ შესაძლოა, სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, თუმცა მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება ვირუსის გავრცელების მეორე და მესამე ტალღა.

„მოკლევადიანი შეზღდუვები, მაგალითად, ამა თუ იმ არეალის ჩაკეტვა, კარანტინების გამოცხადება, სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის ან ფრენების ჩაკეტვა - ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება და ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს. ჩვენ გარკვეულწილად წარმატებულები ვართ ამ ეტაპამდე, რომ ვირუსი შევაკავეთ, ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში არ მივიღეთ. ეს მოხდა იმ დროული შემზღუდავი ღონისძიებების და მობილობის შემცირებით, რომელიც ქვეყანამ განახორციელა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს:

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის გავრცელების ერთი მიზეზი არ არის, ბევრი მიზეზია. იქ მოხდა ეპიდაფეთქება, როდესაც ერთი ადამიანისგან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. შემდგომ ბევრი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების, ერთმანეთში არსიარულის, ამ დიდი ოჯახების არშეკრების, იგივე სოფლიდან სოფელში არსიარულის, არ განხორციელდა. ამიტომაც გავრცელდა ამ ორ სოფელში ინფექცია. ერთ სოფელში საკმაოდ კარგი იყო დამყოლობა, რომ გამოკვლევებზე ადვილად დავითანხმეთ საზოგადოება. იმის, გამო, რომ დაცული არ იყო რეკომენდაციები, რაც ეძლეოდათ, მივიღეთ ეს მდგომარეობა. ეს შემთხვევა სამაგალითო უნდა იყოს, რადგან მსგავსი, შეიძლება სხვაგანაც განმეორდეს. ჩვენ დღეს დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. შეიძლება ვიღაც ადამიანი ისევ შემოვიდეს, ჩვენს თანამემაულეებს დაბრუნებაზე უარს ხომ ვერ ვეტყვით რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ ევროპიდან?! 20 ათასზე მეტი ადამიანია გადმოყვანილი ორგანიზებულად. უზარმაზარი საქმეა გაკეთებული“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S