Accentnews.ge
ტიკარაძე – საზოგადოებრივ ტრანსპორტზე: "შემდეგ კვირაში გარკვეული სტანდარტები გვექნება"

ტიკარაძე – საზოგადოებრივ ტრანსპორტზე: "შემდეგ კვირაში გარკვეული სტანდარტები გვექნება"

22/05/2020 08:37:37 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალი კვირიდან იარსებებს გარკვეული სტანდარტი, თუ როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

"ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზე ვმუშაობთ და შემდეგ კვირაში უკვე გარკვეული სტანდარტები გვექნება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანციის დაცვა და სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება",– განაცხადა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, "ეს იმისთვისაა საჭირო, რომ შემდგომში არ შეიქმნას რისკები, რის შედეგადაც შეიძლება, მთავრობა იძულებული გახდეს, დააწესოს საგანგებო მდგომარეობა და დავბრუნდეთ ისევ იმ სტატუსზე, რომელიც მარტში გქვონდა.

როგორც მინისტრი აცხადებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტიც დაწესდეს.

რაც შეეხება რესტორნებს, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რესტორნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა შრომის ინსპექციის ჩართულობით;

„კონკრეტული სტანდარტების დადგენის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ“.

ცნობისთვის: პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 22 მაისს საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ არ ამუშავდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S