Accentnews.ge
რატიანი:  "ვიმედოვნებთ, 26 მაისისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება"

რატიანი:  "ვიმედოვნებთ, 26 მაისისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება"

22/05/2020 08:13:05 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია.

“ბოლო ორი კვირაა, არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ყველას გამოჯანმრთელებას ველოდებით. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება. ერთი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მას ამ ეტაპზე კოვიდინფექცია არ აქვს, ქრონიკული პათოლოგიები ვლინდება და რეანიმაციულ განყოფილებაში ამიტომ რჩება. დანარჩენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება. ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება“, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა 723-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10- ით გაიზარდა და 495 გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S