Accentnews.ge
გიორგი გახარია: „მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამოქმედებთ“

გიორგი გახარია: „მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამოქმედებთ“

22/05/2020 07:26:18 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ არ ამოქმედდება, თუმცა როდემდე გაგრძელდება შეზღუდვა, მას არ დაუკონკრეტებია.

„ძალიან კარგად გვესმის, რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია ეს ყველაფერი: მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორეს მხრივ – მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში გავრცელების ერთ–ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველია. ღია ბაზრობებზე ვსაუბრობდით, სადაც მოქალაქეები სოციალურ პროტესტზე ფიქრობენ. იქაც რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და ალბათ, ნაწილი, სადაც ქუჩიდანაა შესასვლელები, ფრთხილად, ნაბიჯ–ნაბიჯ რაღაც გავაკეთოთ. ჩვენი წარმატების ძირითადი მიზეზი ის გახლავთ, რომ ექიმების რეკომენდაციებს მივყევით და ძალიან ადრე მსხვილი ბლოკების გათიშვით მივაღწიეთ მობილობის დავარდნას და არ დავუშვით იმპორტირებული ინფექციის სწრაფი გავრცელება. შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ სისტემა მოამზადა იმისთვის, რომ პაციენტები მიეღო, ნორმალურად ემკურნალა“,– განაცხადა გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S