"ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში პრაქტიკულად იტალია ხდება"
22/05/2020 06:21:50 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ძალიან რთული ეპიდსიტუაციაა.
"მუშევანსა და გეტაში რთული ვითარებაა, თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობის რაოდენობაზე, ვიტყოდი, რომ პრაქტიკულად იქ იტალია ხდება. ტესტირების მაჩვენებლებიც ამ რეგიონში გერმანიის მაჩვენებლებს არ ჩამოუვარდება. დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა იყო იმაზე, როგორ, რა გზებით და რა საშუალებებით უნდა მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი, მით უმეტეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ", – , განაცხადა პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის: საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 30% ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 723-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


