Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 500–ს მიუახლოვდა

საქართველოში COVID-19–ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 500–ს მიუახლოვდა

22/05/2020 06:07:22 საზოგადოება

საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. ამრიგად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 723–მდე გაიზარდა, მათგან 495 პირი გამოჯანმრთელდა (გასულ 24 საათში 10), ხოლო ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე ჯამში 12 პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ შექნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.

გარდა ამისა, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3614 რჩება მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S